„ფულის გამთეთრებლის იარლიყი რომ მიაწება ამ კაცს, თქვენ ცალკე ხართ? მაშინ გვითხარით, რომ პროკურატურამ ტყუილად მიაწება ეს, არასწორი იყო ეს და თქვენ ამას არ ეთანხმებით. ამასაც ვერ გვეუბნებით. ყველაფერი გააკეთეთ და ახლა იძახით, არ ვიცი, ამას ვერ ვიტყვიო, ახლა მაინც დაიჭირეთ მკაფიო პოზიცია და კრიმინალური ოპერაციიდან გამოძვერით.
ნამდვილად გასაგებია, აქამდეც გასაგები იყო, რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რატომ არ გინდოდათ „თიბისის“ წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბარი და ისიც გასაგებია, მთელი „ქართული ოცნება“ შავზე თეთრით მტკიცებით როგორ ამტკიცებს, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს შორის განსხვავება არ არის. სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით ამ პროცესში არის დაკავებული კანონის დარღვევით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით. ბატონი მამუკა ხაზარაძე, როცა იყო კომიტეტზე, კონკრეტულ გარემოებებზე საუბრობდა, პირად საუბარზე, სადაც თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც იქნებოდა ახსნილი, რომ ფულის გათეთრების პრობლემა არ არის. იყო საუბარი, რომ ამ წერილის სანაცვლოდ მას ეუბნებოდით, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






