"2008 წელს MAP-ის არმიცემა შეცდომა იყო" - რასმუსენი NATO-ს საქართველო-უკრაინასთან მიმართებაში "კვიპროსის მოდელის" გამოყენებას სთავაზობს
პოლიტიკა - 14:22, 05 Apr, 2019     978
NATO-ს შეუძლია საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში „კვიპროსის მოდელი“ გამოიყენოს. ამ დროისთვის გაყოფილი კვიპროსი წარმო ადგენს ევროკავშირის და ავროზონის სრულფასოვან წევრს, უბრალოდ ევროკავშირის კანონმდებლობა არ ვრცელდება კუნძულის იმ ნაწილზე, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს. ამ ინიციატივით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოვიდა.


ყოფილმა გენმდივანმა გამოცემა Project Syndicate-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ნატოს ბლოკის შექმნის 70 წლის და ასევე ვარშავის შეთანხმების წევრი ქვეყნების ალიანსში მიღების 20 წლის იუბილეს ეძღვნებოდა (მეოთხე გაფართოების ფარგლებში ალიანსმა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ თავის რიგებში მიიღო უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი). რასმუსენის მოსაზრებით, „ღია კარის“ პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„ყოველ ჯერზე, როდესაც NATO-მ თავი შეიკავა, რუსეთმა წინ წაიწია.“- განაცხადა რასმუსენმა. ალიანსის ყოფილი გენმდივანი თვლის, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებმა შეცდომა დაუშვეს , როდესაც „გერმანიის და საფრანგეთის დაჟინების გამო“ საქართველო და უკრაინას MAP-ი არ მიანიჭეს.

„სამიტიდან რამდენიმე თვეში ვლადიმირ პუტინმა საქართველოში შეჭრის ბრძანება გასცა და მას შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.“- აღნიშნა რასმუსენმა.

ყოფილი გენმდივნის თქმით, ბრიუსელის მიერ დადგენილი კრიტერიუმები ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის ტერიტორიული დავების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის. ამას კარგად აანალიზებს კრემლი და რეგულარულად აღვივებს გაყინულ კონფლიქტებს.

რასმუსენი მოუწოდებს ალიანსს გააცნობიეროს დამანგრეველი როლი, რომელსაც ნატოს გაფართოების საკითხში კრემლის პარანოია ასრულებს და აცხადებს, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ბლოკის წევრ-ქვეყნებმა საქართველოს და უკრაინას უნდა შესთავაზონ უფრო მეტი, ვიდრე თბილი სიტყვებია, ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე ვლის, რომ ბრიუსელმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, რათა მან წერტილი დაუსვას დონბასში კონფლიქტს და დატოვოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42