„მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე, თუ არადა, მოვალ თქვენთან კაბინეტში იმ პრობლემებით, რომელიც არსებობს და ფუფუნებას არ მოგცემთ, რომ ამ კითხვებს, გვერდი აუაროთ“ - ჭიჭინაძე გვენეტაძეს
პოლიტიკა - 14:15, 05 Apr, 2019     644

„ბატონო კობა, მაგის ფუფუნებას არ მოგცემთ, რომ ამ კითხვებს, რაც დაგროვდა და იმ უსამართლობას, რომელიც საბანკო სფეროში არსებობს, გვერდი აუაროთ,“ - ასე მიმართა ისნის რაიონის მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

„ვერ გავიგე, ეს კაცი აქ რატომ მოვიყვანეთ, რაც დაგროვდა იმაზე გვინდა კითხვები. აქ, თურმე, მადლობები უნდა ვიხადოთ, რომ მოდიან. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მოდიან ეს მინისტრები, რას ეუბნებიან? ყოველდღე, მათი განცხადებების შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება. მე ამ ადამიანთან, კონკრეტულად, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს დაგროვებული. აქ არ იძლევა ფორმატი იმის საშუალებას კითხვა დასვა, პასუხი მოისმინო. მარტივად არის, ჩაივლიან და ჩაარიხრიხებენ ყველაფერს..

მაინტერესებს, მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე - ეს არის ჩემი ერთადერთი კითხვა, თუ არადა, მოვალ თქვენთან კაბინეტში, პირდაპირ გეუბნებით, იმ პრობლემებით, რომელიც არსებობს და იმ ხალხთან ერთად, ბატონო კობა, მაგის ფუფუნებას არ მოგცემთ, რომ ამ კითხვებს, რაც დაგროვდა და იმ უსამართლობას, რომელიც საბანკო სფეროში არსებობს, გვერდი აუაროთ. აქ არ არის პოლიტიკური აქცენტები მარტო. წელიწადნახევარია თუ რამდენი წელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და ისეთი უმსგავსობა ხდება თქვენს პერიოდში, უკვე ამას ატანა აღარ აქვს. მთელი სია არსებობს, ხალხი თქვენი მოსვლის შემდეგ უარესს დღეში ჩავარდა, ყოველდღე ყრიან და ყრიან, ერთი მარტო პასუხები გაქვთ - ეს ჩვენი საქმე არ არის, ორი სუბიექტის კერძო დავაა,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42