საქართველოს მოქალაქეს ირანში 74-ჯერ გამათრახება ემუქრება - სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს მისი ირანში ექსტრადირება არ მოახდინოს
პოლიტიკა - 12:30, 05 Apr, 2019     1230
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1951 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის გ.ს-ს სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოიტანა. საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სოფიის ციხეში იმყოფება, სარჩელი ბულგარეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანა, რათა ის არ დაექვემდებაროს ირანში ექსტრადირებას, სადაც ის ქურდობაშია ბრალდებული.


საქართველოს მოქალაქის ირანში ექსტრადირების შემთხვევაში მას 74-ჯერ გამათრახება ემუქრება. სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს ექსტრადირებისგან თავი შეიკავოს, რადგან განმცხადებელი შესაძლოა არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობას დაექვემდებაროს.

იმის მიუხედავად, რომ ირანის ხელისუფლება ბულგარეთს არწმუნებს, რომ გ.ს არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობას არ დაექვემდებარება, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ გარანტიები ისეთი ქვეყნისგან, სადაც ასეთი მოპყრობა მუდმივად ხდება, სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული.

გ.ს სოფიას აეროპორტში 2016 წლის დეკემბერში ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე დააკავეს, როდესაც ის საქართველოდან ბულგარეთში ჩავიდა.

ინტერპოლზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მან 2016 წელს თეირანში მდებარე გაცვლითი პუნქტიდან 50 ათასი ევრო მოიპარა, აღნიშნული დანაშაული ირანის კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირანისგან ექსტრადირების მოთხოვნა ბულგარეთმა 2017 წელს მიიღო, აპრილის თვეში კი სოფიას საქალაქო სასამართლომ ექსტრადიციის მოთხოვნაზე დადებითი პასუხი გასცა, რადგან ჩათვალა რომ ის ყველა ნორმას აკმაყოფილებდა, თუმცა ექსტრადიციის პროცესი 2017 წლის მაისში შეჩერდა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიებების საფუძველზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42