„შვილების აყრა არ მინდოდა, მინდოდა, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა“ - ბარსელონაში მცხოვრები ქართველი სპეცოპერაციის დეტალებზე
პოლიტიკა - 12:05, 05 Apr, 2019     1934
„ჩემი შვილების აყრა არ მინდოდა, მე მინდოდა გამეზარდა ჩემს სამშობლოში, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა,“ - ეს განცხადება, ესპანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ გააკეთა, რომელიც გუშინ სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა.

საქართველოს მოქალაქეები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებენ. ისინი ყოფილი სკოლის მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ, სადაც გუშინ სამართალდამცველებმა 11 ქართველი დააკავეს. მათი თქმით, სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ასობით სპეცრაზმელი შევიდა და ყველა იქ მყოფი კედელთან დააყენა.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვს, ამბობს, რომ მძიმე პირობების გამო დატოვა საქართველო. ის ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებების გამო ესპანეთში ქართველებს დევნიან.

„კურიერთან“ საუბარში მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მიცემაზე ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნება. ისინი ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირებენ, რის შემდეგაც ესპანეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნას აღიარა.

„სპეცრაზმი შემოვიდა 200-მდე, დაგვარბიეს, მიგვაყენეს ავტომატებით კედლებზე, ბავშვებიანად. ბავშვები ძალიან შეშინდნენ, კანკალებდნენ... რატომ ხდება და მთავრობამ ჩამოვიდაო და თქვაო, რომ ქართველებს არაფერი არ სჭირს გამოსაქცევისაქართველოდან... ტანშიც მზარავს, რომ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ისეთი პირობა, რომ ვიცხოვროთ იქ. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ჩემი სამშობლო დამეტოვებინა, ორი პატარა ბავშვით ვარ. ძალიან გული მტკივა, ცრემლები მომდის, არაფრით არ მინდა, რომ ჩემი საქართველო მქონდეს დატოვებული, მიყვარს და მენატრება, მაგრამ არ გვაქვს იქ საშველი, არ გვაძლევენ იმის საშუალებას.

„არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქაც ვიარსებოთ, აქაც არ გვაცლის ჩვენი მთავრობა. ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი მთავრობის ხელში ვცხოვრობთ, ჩემი შვილების აყრა არ მინდოდა, მე მინდოდა გამეზარდა ჩემს სამშობლოში, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა,“ - ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

სპეცოპერაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბარსელონას სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ჩაატარეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტები მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ესპანეთმა მათ თავშესაფარზე უარი უთხრა და ქუჩაში დარჩნენ.

დაკავებულებს გამოძიება ბინის ქურდობას და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავება.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42