მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
პოლიტიკა - 11:10, 05 Apr, 2019     755
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.

გამოკითხული მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა „კლანი“ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 83%-ის აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42