„ვფიქრობ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომლებსაც აქვს უფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი. თავად იდეა, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვა არის პროვოკაცია რუსეთს წინააღმდეგ, ძალიან საშიშია. რადგან ასეთ შემთხვევაში მისაღებად მივიჩნევთ იმასაც, რომ რუსეთს აქვს უფლება გადაწყვიტოს რისი გაკეთება შეუძლიათ მის მეზობლებს. მე ნორვეგიიდან ვარ, პატარა ქვეყნიდან, რომელიც ასევე რუსეთს ესაზღვრება. და ძალიან მოხარული ვარ, რომ 1949 წელს, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ალიანსის დამაარსებელი ქვეყნები არასდროს დათანხმდებოდნენ იმას, რომ საბჭოთა კავშირს გადაეწყვიტა, რისი უფლება ჰქონდა ნორვეგიას. ზუსტად ასე, საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა. მათ ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პროცესების შედეგად მიიღეს. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ და არასდროს უნდა დავთანხმდეთ იდეას, რომ სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მის დიდ მეზობელს ეს არ მოსწონს. მხოლოდ ასპირანტ ქვეყნებსა და ნატოზეა დამოკიდებული, როდის გახდებიან ისინი ალიანსის წევრები.”- იენს სტოლტენბერგმა „რუსთავი2“-ის კითხვის პასუხად.
მასალის გამოყენების პირობები






