დეპუტატებს მწვავე დებატების მოლოდინი აქვთ. ოპოზიცია კობა გვენეტაძისგან თიბისი ბანკთან დაკავშირებით პასუხგაუცემელ შეკითხვებზე განმარტებებს ითხოვს.
„აქ იკვეთება პოლიტიკური დევნის მიზნით ეროვნული ბანკის გამოყენების ნიშნები. ამიტომ შეკითხვა გვაქვს დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ არა ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში,“-გაანცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საქართველო აქცენტის გაკეთებას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ საბანკო რეგულაციებზე აპირებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა 10 ათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
“კობა გვენატაძეს უბრალოდ უნდა, ფორმალურად შეასრულოს რეგლამენტი, მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ გადაეფარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მთავარი პრეტენზია გვაქვს იმ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებმაც 10 ათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






