„ნატომ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია, მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ. ნატო განაგრძობს ნატო-ში ევროპის ქვეყნების გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავისუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“-ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშრისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეულ ძალისხმევას კონგრესენმა კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველო-ს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი განცხადებით, ნატო მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას, რომლიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება კოლექტიურ თავდაცვას, ხოლო მეორე საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლის უზრუნველყოფას და საქართველო ასეთი ქვეყანაა.
მასალის გამოყენების პირობები






