საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს. ლევან იზორიას გამოსვლა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შეაფასა, რომლის განცხადებითაც დეპუტატებმა და საზოგადოებამ მინისტრისგან წუწუნი მოისმინეს:
„რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც დგას ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე. მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და უშიშროების თვალსაზრისით და თავდაცვის მინისტრს, ვფიქრობ, უნდა აეხსნა პარლამენტისთვის, რამდენად არის ჩვენი თავდაცვის სისტემა მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვშიშობ, რომ ეს ჩვენ დღეს აქ ვერ მოვისმინეთ, თუმცა მოვისმინეთ მინისტრისგან ძალიან ბევრი წუწუნი, მე ვიტყოდი, იმაზე, რომ თურმე დამოუკიდებელი მედია ძალიან ბევრ შეკითხვებს სვამს თქვენი უწყების მუშაობასთან დაკავშირებით და თურმე ოპოზიცია ზედმეტად გაწუხებთ საკუთარი შეკითხვებით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






