იზორია ირწუნება, რომ შემოსავლები ბინების გაქირავებით აქვს - რას პასუხობს მინისტრი არადეკლარირებული შემოსავლებისა და ძვირადღირებული ავტომობილებზე დასმულ კითხვებს
პოლიტიკა - 18:09, 04 Apr, 2019     985
თავდაცვის მინისტრის ბინები და ოჯახური ბიზნესი, არადეკლარირებული შემოსავლებიდა ძვირადღირებული ავტომობილები - თავდაცვის მინისტრს მწვავე შეკითხვებზე უწევს პასუხის გაცემა.

მინისტრი კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ 22 წლიდან დასაქმებულია, აქვს მუდმივი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებდა.

იზორიამ მთავარ შემოსავლის წყაროდ, კუთვნილი უძრავი ქონების, სახლების გაქირავება დაასახელა.

„ჯიპები, მზარდი დინამიკა ჩემი ხელფასების და აშენებული სახლი. მოგახსენებთ ყველაფერს დეტალურად. პირველ რიგში, ისეთი განცდა უნდა ადამიანებს, გარკვეულ საინფორმაციო საშუალებებს შეუქმნას, რომ მე მოღვაწეობა დავიწყე 2012 წლიდან. თურმე 2012 წლამდე, თუ რამე შემოსავალი გამაჩნდა, ეს ყველაფერი არის დავიწყებული. მე კარიერა და პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე 22 წლიდან. ამ ასაკიდან ყოველთვის ვიყავი დასაქმებული და ვიღებდი ხელფასს. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალ ხელფასსაც. სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ ვიღაცას ინტერესი აქვს, შემიძლია მათ შორის გერმანიაში მიღებული საბანკო ანგარიშებიდან თანხები დღესაც მაქს შენახული და განახოთ. ეს ერთი. მეორე, მათ შორის, საუნივერსიტეტო ხელფასებიც განახოთ. მინდა ამით ვთქვა, რომ ეს ჩემი აკადემიური საქმიანობით დანაზოგებია. მეორე, მიწის ნაკვეთი, რომელიც შევიძინე, შევიძინე საჯარო სამსახურში დაწყებამდე და სწორედ იმ დანაზოგებით, რომელზეც ახლა გესაუბრებით," - აცხადებს იზორია.

თავდაცვის მინისტრი არასწორ ინფორმაციას უწოდებს, თითქოს მას კრედიტად 700 ათასი დოლარი ჰქონდა აღებული.

"რაც შეეხება, ამ დანაზოგებით შედეგად შემდეგ სახლის აშენებას, ეს იყო დაგეგმილი მანამდე და თითქოს მანამდე არაფერ არ გამაჩნდა, ესეც ტყუილია. მქონდა თბილისში და ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილზე ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი კიდევ. ასე, რომ სწორედ ამ დანაზოგებით და ამ შემოსავლით, ავაშენე ის რაც სახლი აჩვენეს, რომელიც გაქირავებულია და გაქირავების შემდეგ კიდევ ავიღე საკმაოდ სოლიდური კრედიტი და არა ისეთი, როგორიც რუსთავი 2-მა თქვა მტკიცებით ფორმაში, თურმე 700 ათასი დოლარი ამიღია კრედიტად. მაშინ, როდესაც ეს არის145 ათასი დოლარის კრედიტი. მტკიცებით ფორმაში ამტკიცებს ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორი მოსასმენია თქვენ თვითონ განსაჯეთ. ყველაფერი დეკლარირებულია, ყველაფერი ნამდვილია ციფრებში. რაც შეეხება ჯიპების თემას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი პირადი თუ სამსახურეობრივი თუ რამე სარგებლობისთვის, არ შეგვიძენია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42