მინისტრის თქმით, ის არ მიიღებს ოპოზიციის დაუსაბუთებელ კრიტიკას არგუმენტების გარეშე.
„ყველა კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ რომ სანამ გავაკეთებდეთ უპასუხისმგებლო განცხადებას, უპასუხისმგებლოს იმდენად რამდენადაც ის ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ფაქტებს და ეს მე დღეს დაგიმტკიცე, გთხოვთ თქვენ, რომ თქვენთვის კარი ღიაა, მობრძანდეთ, მით უფრო დეპუტატები ბრძანებით და ადგილზე ნახოთ აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარს არის თუ არა ნატოს სტანდარტებზე აღჭურვაზე ზრუნვა. დაესწარით წვრთნებს. იქნებ მართლა არის რაღაც რასაც ვერ ვხედავ და დამანახეთ. ეს მაქვს მე თქვენთან თხოვნა მაგრამ რასაც მე ვისმენ, ბატონო ოპოზიციონერებო მე კრიტიკის დიდი დამფასებელი ვარ, არგუმენტია ჩემთვის ყველაზე ძლიერი ძალა. მაგრამ ვამბობ, რომ ეს არგუმენტი უნდა იყოს დასაბუთებულია,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება ე.წ. დედოვშინის ფაქტებს. ლევან იზორიას განცხადებით ოპონენტების მხრიდან სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია, რადგან კრწანისის ბაზაზე მომხდარი ინცინდენტი იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც თავდაცვის უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
„ზოგჯერ დაუმსახურებელ კრიტიკას ვისმენ ზოგჯერ დედოვშინაზე. მე გადავხედე სტატისტიკას თუ რა ხდებოდა ზოგჯერ იმ ავტორების განცხადებების პერიოდში რომლებიც ამ განცხადებით გამოვიდნენ . თქვენ ვერ დამისახელებთ პერიოდს სადაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა, მათშორის გამოძალვის ფაქტსაც ადგილი არ ჰქონდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






