ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი გაიხსნა
პოლიტიკა - 17:56, 04 Apr, 2019     960

2019 წლის 4 აპრილს, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების დედათა და ბავშვთა განყოფილებაში „ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი“ გაიხსნა.

„ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი“ მსჯავრდებული ქალების 3 წლამდე შვილებისათვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ცენტრის კონცეფციის შემუშავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ფარგლებში. ცენტრში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აღმზრდელი- ფსიქოლოგი 2 წლის განმავლობაში იმუშავებს პატიმარი ქალების ბავშვებთან მათი ადრეული განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ დედებსაც მშობლის უნარების გასაუმჯობესებლად.

2018 წელს საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა სარემონტო სამუშაოები ქალთა დაწესებულებაში იმ მიზნით, რომ პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდეს ბავშვებზე ზრუნვა. მოხდეს მათი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობა; ასევე, პატიმარ დედებს მიეცეთ შესაძლებლობა, განავითარონ მშობლის უნარები და მეტი დრო ჰქონდეთ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ცენტრის ადრეული განვითარების სპეციალისტმა, თამარ ცქიტიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შემეწყოს დედასა და ბავშვს შორის ჯანსაღი ემოციური კავშირის დამყარებას.

„სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც ვახორციელებ ბავშვთან, მშობელი ჩემთან ერთად მონაწილეობს; ასევე ვაწვდი ინფორმაციას დედას - მის ფსიქოლოგიურ განათლებაზეც ვმუშაობ; გარემო და ის რესურსები, რითაც აღიჭურვა დღის ცენტრი, ძალიან მეხმარება, რომ დღის განრიგი იყოს ძალიან მრავალფეროვანი“, - აღნიშნა თამარ ცქიტიშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, ინგა სარჯველაძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ბავშვის განვითარების ეტაპების შესაბამისად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, სამ წლამდე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდეს დაწესებულებაში.

„ეს ის ეტაპია, როდესაც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის დედასთან ყოფნა; ბავშვი იმყოფება გარემოში, რომელიც მოწყობილია მისთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მაგრამ დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ ბავშვების განვითარებისთვის საჭიროა, ამ ყველაფერზე სპეციალისტი ზრუნავდეს - ანუ განვითარების შესაბამისად აწვდიდეს ბავშვს პროგრამებს“, - განაცხადა ინგა სარჯველაძემ.

ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა გონდის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42