თავდაცვის მინისტრი "ქართული ოცნების" წევრის რომან კაკულიას საპასუხოდ ამბობს, რომ ნატო-ს პოლიტიკასთან თავსებადობა სწორედ რუსეთის საფრთხეების შეკავებას გულისხმობს.
"ერთ-ერთი დეპუტატისგან ითქვა პოზიცია, რომ მოხსენებაში არ იყო საუბარი რუსეთის საფრთხეზე. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი კონცეფცია და თავდაცვის ძალების მიდგომები მიმართულია იმისკენ, რომ იყოს ნატო-ს სტრატეგიებთან თანხვედრაში. ნატო-ს მთავარი პოლიტიკა არის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა და ნატო ამ შემთხვევაში მიმართულია სხვა არაფერზე, თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. შესაბამისად, როდესაც ვამბობ რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკისათან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისმობ. ყველაფერი რაც კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, პირველ რიგში, რუსეთსიგან მომდინარე საფრთხეების შეკავებას და თავდაცვას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა მას კითხვები დაუსვეს. უმრავლესობის დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მინისტრს შენიშვნა მისცა, იმის გამო, რომ ხანგრძლივი გამოსვლის განმავლობაში სიტყვა რუსეთი საერთოდ არ უხსენებია.
მასალის გამოყენების პირობები






