სამხედრო მფრინავის ეკატერინე ქვლივიძს საქმეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა, საუბარია მფრინავზე, რომელმაც თავდაცვის სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა. მინისტრის თქმით, ის ქვლივიძის ცოდნასა და განათლებას აფასებს, თუმცა კანონის უზენაესობა უნდა იქნას დაცული. იზორიას განცხადებით, სამხედრო მფრინავმა კონტრაქტი დაარღვია და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, მას დიდი ფულადი სანქცია დაეკისრა:
„ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოყო 51 ათასი ამერიკული დოლარი, იმისთვის, რომ მას მიეღო აშშ-ში განათლება, ამას წინ უძღოდა ეროვნული ბიუჯეტიდან ათიათასობით თანხების გამოყოფა, რაც ასევე მის პროფესიულ განვითარებას მოხმარდა. როდესაც საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას, რომელიც დიდ ფინანსებთანა რის დაკავშირებული, და ხანგრძლივ პერიოდთან, საუბარია, 6 თვეზე მეტ პერიოდზე, ეს აჩენს გარკვეულ ვალდებულებებს კონტრაქტში, რაც ნატო-ს სტანდარტია. კერძოდ, მას არ აქვს უფლება დატოვოს სამხედრო ძალები უმიზეზოდ, რვა წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არის მაღალი სანქციები,“- განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






