"თქვენ მას არათუ თავდაცვის სამინისტროს კარი, პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ" - ელენე ხოშტარია მინისტრს, მფრინავი ქალის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:04, 04 Apr, 2019     799

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თავდაცვის მინისტრი სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ხოშტარიას თქმით სამხედრო მფრინავს ჯერ თავდაცვის სამინისტროს, ახლა კი პარლამენტის კარიც მიუხურეს, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მისი მწვავე კითხვებისთვის პასუხის გაცემა არ დაჭირვებოდა. გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტში მისული ეკატერინე ქვლივიძე სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს:

"ამ შენობაში ახლა იმყოფება ეკა ქვლივიძე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ღირსეული შეიარაღებული ძალებისთვის. ყველა რომ ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ ისეთი ადამიანია. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. არათუ თავდაცვის სამინსიტროს კარი მიუჯახუნეთ, პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ, რომ ვაი და არ ესიამოვნოს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რომ მისი სახე დაინახოს, უბრალოდ რომ მოუსმინოს. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანებით არ ვამაყობთ. ამ მაგალითზე მინდა იმ სადღეგრძელოს მიღმა, რომელიც მოვისმინეთ რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოვავლინოთ: ეს არის ჯარის დისკრედიტაცია, ვის მოზიდვაზე ლაპარაკობთ, როდესაც ასეთ ადამიანს წიხლს ჰკრავთ და შეურაცხყოფთ. ამბობთ, რომ მილიონები უნდა დახარჯოთ შვეულმფრენების მოდერნიზებაში, აგერ გყავთ მფრინავი და გარდა იმისა, რომ გადინებაა, როგორ აპირებთ, ათეულობით ადამიანი უნდა,რომ ამ მოდერნიზებას მოემსახუროს. ვის ატყუებთ? სად ხარჯავთ ამ მილიონებს ადამიანებს თუ კარგავთ, ვინც შვეულმფრენები უნდა ატაროს. მას უფროსმა უთხრა, ქალებისთვის რესურსის ხარჯვას არ ვაპირებთო. კიდევ ერთი სისტემური პრობლემა. ამერიკელმა პარტნიორებმა, რომლებზეც დგას ქართული შეირაღებული ძალები, ამ ადამიანში ფული რომ ჩადეს და ათასობით დახარჯეს, რომ მერე ვიღაცა უზნეო ადამიანმა უთხრა, რომ ქალებისთვის დრო არ მყოფნის და მფრინავის გეგმაში ვერ ჩაგსვამთო და გორში ქვეითებში რომ გადააგდეს მფრინავი ადამიანი.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42