პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნა საკმაოდ პოზიტიურია და კრიტიკა ძირითადად პოლარიზებულ გარემოს ეხება.
„გავეცანი ამ წერილს, საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ბუნებრივია, მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად ვიცით, ეს ეუთო-ს დასკვნა და მასში აღწერილი გარემო, რომელიც იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მათ შორის აღნიშნულია ერთმნიშვნელოვნად, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის გამოხატავდა ქართველი ერის არჩევანს. ამასთან ერთად იყო ხარვეზები და ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, ჩვენი საპარლამენტო გუნდი მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი რომელიც იყო, ეს გახლდათ პოლარიზებული გარემო, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად არის და იქნება დიალოგისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
11 გავლენიანი ევროპარლამენტარის წერილში საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეა საუბარი. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ისინი ეუთო-ს კრიტიკულ დასკვნას არჩევნების დროს შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, იზიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






