საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სრულფასოვან განათლებას ერთერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია.
სსსმ პირთა განათლებას საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაეყარა, როცა 1889 წელს თბილისში უსინათლოთა სასწავლებელი გაიხსნა.
მოგვიანებით 1890 წელს აშენდა სასწავლებლის შენობა, რომელშიც ამჟამად ქ. თბილისის N202 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თითქმის უკვე 130 წლის ისტორიული შენობა დღესდღეობით საჭიროებს გამაგრება-რეაბილიტაციას, რომლის პროექტირებაზე ტენდერი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. რეაბილიტაციის შედეგად სკოლა სრულად ადაპტირებული გახდება სსსმ უსინათლო ბავშვებისათვის. მაგალითისთვის როგორიცაა: გლუვი კუთხეები (უსაფრთხოებისთვის), კონტრასტული ფერები, აკუსტიკა, ხმოვანი სიგნალები, ინდივიდუალური ბრაილერები. აღიჭურვება ასევე შესაბამისი ინვენტარით, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიებით და სხვა …
უსინათლო ბავშვების სრულფასოვანი განათლების მიღება წარმოუდგენელია შესაბამისი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოების, რელიეფური ნახაზებისა და ტაქტილური სასწავლო რესურსის გარეშე.
ამაწლის 3 აპრილს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაინვითარების სააგენტომ, „მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის N202 საჯარო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეების ახალი გრიფმინიჭებული შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა დაასრულა. ამჟამად სკოლას ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი V-VI კლასის ინგლისური და რუსული ენების, მათემეტიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები გადაეცა.
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები