„მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ, თანამდებობაზე ყოფნის დროს უფასოდ აგეშენებინათ ასეთი სახლები“ - თნა ბოკუჩავას მწვავე შეკითხვები იზორიას
პოლიტიკა - 14:20, 04 Apr, 2019     5667

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მისულ ლევან იზორიას ოპოზიციაში ყოფნის დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაახსენა და მის ამჟამინდელ ქონებრივ დეკლარაციას გაუსვა ხაზი.

დეპუტატი დაინტერესდა, რა მარკის ავტომობილით გადაადგილდება თავდაცვის მინისტრი და რა უჯდება მისი შენახვა ბიუჯეტს.

ამასთან, ბოკუჩავამ მინისტრის შემოსავლების მზარდი სტატისიკა წარადგინა და იქვე, იზორიას კუთვნილი სახლის ფოტოც გაასაჯაროვა, რომელიც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იზორიამ „უფასოდ აიშენა“.

ოპოზიციის ინტერესის საგანი იყო ასევე, „დელტა“. ამასთან, ბოკუჩავას აინტერესებს, რატომ გააუქმეს ის ბატალიონი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოირჩეოდა და ხომ არ შეასრულა ხელისუფლებამ რუსეთის დავალება მისი გაუქმებით.

ბოკუჩავას აინტერესებს მინისტრის პასუხი, იზიარებს თუ არა ის სალომე ზურაბიშვილის პათოსს, რომ "მძინარე ცხინვალი ქართველმა ჯარმა დაბომბა".

"2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბატონო ლევან, თქვენ აღშოთებას გამოხატავდით იმის თაობაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლები ძვირათღირებული ჯიპებით გადაადგილდებიანო. აქიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ თქვენი ძვირათღირებული ჯიპია, ფოტო სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოფნის დროს არის გადაღებული. მაინტერესებს, დღეს რომელი და რა ღირებულების ავტომობილით გადაადგილდებით და როდის შეიძინა ის სამინისტრომ?

მეორე ფოტო მინდა გაჩვენოთ. ვისურვებიდი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზარდი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე მოხვედით.

ალბათ, არ არის გასაკვირი რასაც კვლევები აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობის 70% ფიოქრობს, რომ თავანამდებობის პირები პირადი სარგებლისთვის იყენებენ.

კიდევ ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ, ეს არის თქვენი ერთ-ერთი სახლი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში აიშენეთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დეკლარაციის მიხედვით, თქვენ სახლის მშენებლობისთვის საერთოდ არაფერი დაგიხარჯავთ. მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ უფასოდ აგეშენებინათ ასეთი სახლები.

ასევე, გავაქვს ინფორმაცია, რომ ჯარიდან ხდება ოფიცრების მასობრივად გადინება და მაინტერესებს გაქვთ თუ არა სტატისტიკა და აწარმოებთ თუ არა ანალიზსს.

ასევე, მაინტერესებს რატომ ვერ გახდა "დელტა" რენტაბელური პროექტი?!მაშინ როდესაც 2012 წელსაც კი აწარმოებდა ტექნიკას და სხვა პროდუქციას. ჩამომითვალეთ დღეს რა პროდუქციას აწარმოებს.

რატომ დაშალეთ და მოკვეთეთ ბრიგადიდან მეოთხე ბრიგადის 44-ე ბატალიანი, სადაც გმირი გიორგი ანწუხელიძე მსახურებდა. ხომ არ იყო ეს რუსეთის პირდაპირი დავალება, რადგან სწოირედ ამ ბატალიანმა მიაყენა გენერალ ხრულოვს ჭრილობა.

ბოლოს, გთხოვთ, ძალიან კონკრეტულად, მოკლედ მიპასუხოთ კი ან არა - ეთანხმებით თუ არა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღბუილმა ძალებმა ვციტირებ "დაბომბეს მძინერე ცხინვალი". ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვების გარეშე მიპასუხეთ ან კი ან არა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42