„ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს“ - გრიგორი კარასინი
პოლიტიკა - 20:19, 03 Apr, 2019     544

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

„განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ყოველთვის, მოსაზრებები გაიყო. ჩვენი აზრით, ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს. ამ პროცესს აქტიურად ვადევნებთ თვალს.

ჩვენც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც, როგორც საქართველოს მეზობლები უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ჩვენ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა დიალოგი ნატო-სა და რუსეთს შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის. სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ ხოლმე, ტექნიკურს, ჰუმანიტარულს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ბუნებრივია, თქვენს წარმომადგენლებს სხვა შეხედულებები აქვთ. სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს უახლოვდება, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. ეს სამხედრო ბლოკი, რომელიც საომრად არის განწყობილი, ფართოვდება და უახლოვდება ჩვენს საზღვრებს. ჩვენ გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ადეკვატური ზომები რეაგირებისთვის. როგორი შეიძლება იყოს ეს ზომები, ამას სიტუაცია აჩვენებს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42