„ამ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს“ - გრიგორი კარასინი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე
პოლიტიკა - 19:59, 03 Apr, 2019     532

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის საჭიროა პირველ რიგში გამოძიების დასრულება პირველ:

„გამოძიება დასრულებული არ არის. როგორც ვიცი, ის არც საქართველოში დასრულებულა. ჩვენი პოზიცია ასეთია – ამ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს.

ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ტრაგიკული საქმე. თან გვქონდა საგამოძიებო პროცესის მონაცემები. 25-ში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა იქნება და იქ ამ თემაზე დიალოგი გაგრძელდება“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების საკითხს არამართებული გადაწყვეტილება უწოდა:

„ჩვენი აზრით, ეს არ არის მართებული გადაწყვეტილება. ის ხელს უშლის დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის ბევრ ელემენტს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის. ეს დასავლური კალკაა, კავკასიაში ეს არ იმუშავებს და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს. უკეთესია დიალოგის დალაგება ჟენევის დისკუსიის ფარგლებში“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42