„დედოვშინა“, ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარისკაცებისთვის: მწავევი შეკითხვები იზორია - პარლამენტში ხმაურს ელოდებიან
პოლიტიკა - 11:29, 04 Apr, 2019     750

„დედოვშინა“, ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვა და მათზე ძალადობა - ამ სკანდალზე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პასუხების გაცემა დღეს პარლამენტში მოუწევს, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი მწვავე საკითხი და სხდომათა დარბაზში ხმაურიანი დებატებია მოსალოდნელი. ოპოზიცია გეგმავს, მინისტრს შეკითხვები დაუსვას სამინისტროში არსებულ სავარაუდო კორუფციასა და ნეპოტიზმზე, რის გამოც იზორია სკანდალში არაერთხელ გაეხვა.

„ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს, მაგალითად კვლავ დაბრუნდა 90-იანი წლების ე.წ. "დედოვშინა," კორუფცია როდესაც გვესმის რომ ჯარისკაცებს არ აქვთ დროზე შეძენილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,“-აცხადებს გია ბარამიძე.

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ სისტემაში არის კორუფცია, სამხედრო მოსამსახურეებს იაფ მუშახელად იყენებენ და მინისტრთან საკმაოდ მწვავე შეკითხვები ექნებათ.

"ჩვენი მოქალაქეები მიჰყავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ისე, რომ არ არის მზად სისტემა რომ რეალურად მათ სამხედრო საქმე ასწავლონ. ხშირად მათ იაფი მუშახელის სახით იყენებენ, ეს ურტყამს ძალიან მტკივნეულად ჩვენს ეკონომიკასაც, მათ შორის ზრდის კორუფციის რისკებს," - აცხადებს ოთო კახიძე.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს თავდაცვის მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის შესახებ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა იძულებით არ უწევდეთ.

რადიკალურად განსხვავებული შეფასებებით დახვდება იზორიას უმრავლესობა. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ თავდაცის სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა.

"სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვესმის ოპონენტების მხრიდან თავდასხმები, მაშინ როდესაც ნატოს მხრიდან, საერთაშორიშო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც უშუალოდ ექსპერტულ შეფასებებს აკეთებენ, ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი გზავნილი,რ ო თავდაცვის სამინისტრო არის გამორჩეული უწყება, სადაც რეფორმებია რის წარმატებული,"-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42