„შემაშფოთებელია მინიშნებები ინსულტზე... ეს იყო შურისძიება კერზაიას უარზე, ელაპარაკა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“ - ანა გომესი
პოლიტიკა - 18:30, 03 Apr, 2019     1241

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზეა საუბარი. წერილში ევროპარლამენტარები საქმის სწრაფად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ევროპარლამენტის პორტუგალიელი დეპუტატის, ანა გომესის განცხადებით, ცნობილია, რომ მომხდარი იყო შურისძიება კერზაიას უარზე, ელაპარაკა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ:

„შემაშფოთებელია მინიშნებები, რომ ინსულტი უზარმაზარი სტრესის გამო იყო გამოწვეული, მიზეზი კი განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული მოულოდნელი შემოწმებები გახდა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ია კერზაიას თანამდებობიდან მოხსნის რეკომენდაციებიც გაიცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თავის საქმეს კარგად აკეთებდა. რამდენადაც ცნობილია, ეს იყო შურისძიება უარზე, ელაპარაკა მას მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ. ზეწოლა შემაშფოთებელია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელია შურისძიება. შედეგი კატასტროფული დადგა. ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროს ინსპექტორებს ამგვარი ქმედებებისთვის იყენებენ, რაც არანაირად შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების კონტექსტს, ძალიან სერიოზული საქმეა და საჭიროებს სათანადო გამოძიებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას და იმის გარანტირებას, რომ აღარასდროს განმეორდება,“ - განაცხადა ანა გომესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42