„არსებული საარჩევნო სისტემა აზიანებს დემოკრატიულ პროცესს... გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გადაიდოს 2024 წლისთვის“ - ანა გომესი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგს ურჩევს
პოლიტიკა - 18:20, 03 Apr, 2019     960

11 გავლენიანი ევროპარლამენტარის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფედერიკა მოგერინის - წერილებში საუბარია ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სიტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე.

ევროპარლამენტის პორტუგალიელი დეპუტატის, ანა გომესის განცხადებით, აუცილებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოოს. როგორც გომესმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, ევროპარლამენტართა მწვავე შეფასებები გამოწვეულია იმით, რომ მათ სურთ საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდეს:

„წერილით ფედერიკა მოგერინის, ფაქტობრივად შევთავაზეთ, დიალოგის ფორმატში წამოვწიოთ დისკუსია მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ. ეს წერილი გავუგზავნეთ, რადგან ვღელავთ. ვეთანხმებით ვენეციის კომისიის და სხვების შეფასებებს, რომ არსებული სისტემა უპირატესობას უმრავლესობას ანიჭებს. ეს კი აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. გვაღელვებს, რომ შესაძლოა, გადაიდოს 2024 წლის არჩევნებისთვის. საჭიროა ფართო თანხმობა მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის. ჩვენი მოვალეობაა, მოვუწოდებთ მხარეებს, დასხდნენ მაგიდასთან და განიხილონ. ეს არის საკითხი, რომელიც არ უნდა გადაიდოს.

ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და კრიტიკა მხოლოდ თქვენი ქვეყნის გაუმჯობესებას ემსახურება. ვიცით, რომ ქართველ ხალხს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ, ამიტომ არ უნდა დავმალოთ, რაც მიუღებელია. ისინი უნდა მოგვარდეს. როგორც მეგობრები, ვალდებულები ვართ, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება და მივუთითოთ ხელისუფლებას, რა არის სწორი,“ - განაცხადა ანა გომესმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42