საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მარჯვენასაჭიანი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რეგულაციასთან დაკავშირებით კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები სრულად აიკრძალოს:
"ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. მესმის, რომ ერთი პერიოდი ეს იყო შედარებით იაფი, ამან ხელი შეუწყო ხალხს, რომ დასაქმებულიყო და სხვადასხვა, მაგრამ თანდათანობით ხომ უნდა შევზღუდოთ. ჰიბრიდულების ხათრით, რომ ნაკლები იქნება გადასახადი, შეიძლება კიდევ მეტი და მეტი შემოვიდეს მარჯვენასაჭიანი. ხომ არ დავსვათ საკითხი, რომ ვისაც ჰყავს კიბატონო, სანამ ივარგებს ეს მანქანები იმუშავებენ ჩვეულებრივად, მაგრამ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში“,-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






