მკაფიო სიგნალი ხელისუფლებითვის - „ევროპარლამენტარები აუცილებლად მოიკითხავენ წერილის შედეგებს“ - მიხეილ ბენიძე
პოლიტიკა - 16:06, 03 Apr, 2019     1029

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის.

წერილში საუბარია საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტი არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე, ია კერზაიას საქმესა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს.

აღნიშნული წერილების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ბენიძეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, აღნიშნულ წერილებში გამოკვეთილია მკაფიო გზავნილები, კონკრეტულად კი ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით:

„ეს არის ძალიან მკაფიო, პირდაპირი გზავნილი ხელისუფლებისადმი, რომ ეს საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, ჩრდილის მომტანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ეს იყო კონკრეტული გამოვლინება იმ სავარუდო ზეწოლა-მუქარის ფაქტებისა, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის ჩვენც ჩვენს ანგარიშებში, მაგრამ ეს ფაქტი დასრულდა ძალიან მძიმე შედეგით და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

ის, რომ თვეები გავიდა ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ და ჯერ კიდევ გამოძიებას არ აქვს ამ მიმართულებით პასუხები, როგორც ჩანს, ხელისუფლება, მათ შორის, განათლების სამინისტრო სათანადოდ ვერ აღიქვამს ამ საქმის პრობლემურობას. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რატომაც გააკეთეს ევროპარლამენტარებმა მსგავსი განცხადება. ეს არის პირდაპირი გზავნილი, ერთის მხრივ, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანია, ეს საქმე დროულად, ეფექტურად და სრულყოფილად იქნას გამოძიებული, მეორე მხრივ, ეს გზავნილი არის ასევე, ალბათ, 2020 წლის არჩევნების კონტექსტშიც, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები, სხვადასხვა სახის ინსპექტირების გამოყენება თუ ზოგადად ზეწოლა-მუქარის გარემო და თანამდებობრივი უფლება-მოსილების გამოყენება იმისათვის, რომ სხვადასხვა საგანმანათლებრლო დაწესებულებებში გარკვეულ იძულებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდეს ადგილი, ეს იქნება მიუღებელი 2020 წლის არჩევნებისთვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი. ჩვენთვის „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს წერილი ფაქტობრივად ჩვენს ანგარიშსაც მოიხსენიებს და მეორე მხრივ, ამ წერილში გამოთქმული მოსაზრებები პრაქტიკულად სრულ თანხვედრაშია, მათ შორის, ჩვენს რეკომენდაციებთან“, - აღნიშნავს ბენიძე.

მისივე თქმით, გავლენიანი ევროპარლამენტარები აუცილებლად დაინტერესდებიან იმ შედეგით, რაც მათ მიერ გამოგზავნილმა წერილმა შესაძლოა გამოიღოს, შესაბამისად მოიკითხავენ მას.

„მე გავაკეთებდი აქცენტს ასევე იმაზე, რომ ამ წერილზე ხელმომწერები, აერთიანებენ ევროპარლამენტართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს საქართველოზე და არის ძალიან გავლენიანი ევროპარლამენტარი. ეს მიუთითებს იამზეც, რომ ეს ადამიანები სამომავლოდაც დაინტერესდებიან, მათ შორის, ამ საქმის მიმდინარეობით და მოიკითხავენ თუ რა შედეგი გამოიღო წერილმა“, - განმარტავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

რაც შეეხება ფედერიკა მოგერინისთვის მიწერილ წერილს, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ევროპარლამენტარები პირდაპირ მიუთითებენ, 2020 წლისთვის, საქართველოში საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლის აუცილებლობაზე:

„ეს არის ევროპარლამენტისთვის ერთგვარი ფორმა, რომ მან დაავალოს სხვადასხვა სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში საგარეო ქმედებათა სამსახურს, რომელსაც ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობს, შესაბამისად ევროკავშირის დელეგაციას, რომელიც ექვემდებარება სწორედ უმაღლეს წარმომადგენელ მოგერინის, რომ უნდა გააძლიეროს საარჩევნო სისტემის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ასევე პირდაპირი მინიშნება, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ამ ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ზოგადად საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის იკავებდნენ თავს კონკრეტული მითითებისგან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამჯერად ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ხაზგასმას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების გადავადება არ არის მიზანშეწონილი 2024 წლისთვის და უნდ ამოქმედდეს 2020 წლისთვის, ამას პირდაპირ ამბობენ ევროპარლამენტარები და ეს ალბათ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დღეს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოში საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ისინი მიმართავენ ქალბატონ მოგერინის სავარუდოდ იმიტომაც, რომ ევროპარლამენტის არჩევნები იმართება ძალიან მალე, შესაბამისად ევროპარლამენტი გადადის სხვა რეჟიმზე, მაგრამ მოგერინი, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელებს ამ რანგში მუშაობას და მას ექნება ბერკეტები, რომ გააგრძელოს საარჩევნო სისტემაზე საუბარი საქართველოს ხელისუფლებასთან“, - განმარტავს ბენიძე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მიმართვა „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალ-დემოკრატების“ მიერ არის ინიცირებული და ის ერთგვარ, მეგობრულ რჩევადაც შეიძლება ჩაითვალოს:

„მე რამდენადაც ვიცი, მიმართვა ინიცირებულია თავად „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალ-დეოკრატების“ ჯგუფის მხრიდან, შესაბამისად ეს არის ერთგვარი მეგობრული გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ რეფორმების გატარებას ჰქონდეს განგრძობითი ხასიათი, ამისთვის მნიშვნელოვანია, თან ახლდეს დემოკრატიული სათანადო პროცესი და თანასწორი საარჩევნო გარემო, რეალურად ამას ამბობენ ჩვენი მეგობრები.

აქ არ არის საუბარი, რომ ვინმეს ახირებაა თუ როგორი უნდა იყოს არჩევნები, აქ კონკრეტული დასაბუთებაა, რომ ჩვენ ვნახეთ საკმაოდ პრობლემური არჩევნები, მათ შორის საუბარია, რომ შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური 1991 წლის არჩევნების შემდეგ და ამ პოლარიზებულ გარემოში, იმ პირობებში, როდესაც ასეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია ვითარების განმუხტვისთვის, სწორი მიმართულებით წარმართვისთვის, თანასწორი საარჩევნო გარემო და საარჩევნო სისტემის ცვლილება არის მკაფიო გზავნილი“, - აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42