"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ფულის კეთებასთან ასოცირდება.
„ჰგავს იმ რეალობას, რომელიც არსებობს, ამ ქვეყანაში. ხელისუფლებაში დღეს ყოფნა ასოცირდება ფულის კეთებასთან. ეს ასოციაცია უვარდება პირველი საქართველოს მოქალაქეს. ყველა დონეზე ფულს აკეთებენ. საშოვარზე მოსულები არიან,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.
ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი რგოლი ორიენტირებულია საკუთარ ინტერესზე, მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დონეზე იზრდება.
„ხელისუფლება ტოტალურად ჩაფლულია კორუფციაში. რეგიონებში თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს სერიოზული პრობლემა. ასეულობით ათასი ლარი იფლანგება და გაედინება თანამდებობის პირების ჯიბეებისკენ, გაბერილია ხარჯთაღრიცხვები,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






