საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევის შედეგების საპასუხოდ ამბობს, რომ თანამდებობის პირების ქონების აღრიცხვის პროცესი გამჭირვალეა.
კვლევის თანახმად კი, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ, მმართველი გუნდი ეხმაურება.
თალაკვაძე ამბობს, რომ იმ შემთხვეაში, თუ კორუფციის ფაქტების გამოვლენა ხდება, ხელისუფლების რეაგირება უმკაცრესია.
"გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ თანამდებობზე ყოფნა შესაძლოა, კავშირში იყოს ბიზნესინტერესებთან. ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ კორუფციის ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება ყოველთვის რეაგირება, ეს არის საჯარო და ამას მედიაც აქტიურად აშუქებს. სხვა მიზეზებიც საინტერესოა და ამას აუცილებლად ჩავუღრმავდებით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი და „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ მისი ბიზნესი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ის კანონმდებელი გახდებოდა.
„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იმ კომპანიის საქმიანობა, რომლის დამფუძნებელი მე ვარ, იმ სახელმწიფო ორგანოებიდან, ვისთანაც აქვს ურთიერთობა, რა ინტენსივობით აქვს თანხმობები მიღებული, ნებართვაბეთან დაკავშირებით, რა ოდენობით აქვს უარი მიღებული რომ შეადაროთ,“ - განაცხადა წულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






