გაერთიანებული ოპოზიციის დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი პროცესების დახურვის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის არმიწოდებას ემსახურება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესების საჯარო ფორმატში გაგრძელებაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
„უკვე არაფერი მიკვირს. დღეს ყველამ ნახა, რაც მოხდა. მოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ და გარკვეულწილად არაადეკვატურ ჩვენებებს, რაც იწვევდა პროკურორების გაღიზიანებას. მოსამართლე კი იყო უხერხულ მდგომარეობაში. ყველაფერ ამაზე რეაქცია ჰქონდა დარბაზს და მოსამართლემ ამის გამო მთელი სხდომები დახურა, რაც თავისთავად მიგვაჩნია, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილებაა და ემსახურება იმას, რომ არ გაშუქდეს სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






