„ევროპარლამენტარების გზავნილი ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურია და გამოძება არაეფექტურად მიმდინარეობს“ - ია კერზაიას შვილი
პოლიტიკა - 13:57, 03 Apr, 2019     727

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ევროპარლამენტარების უმწვავეს წერილის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც 11 გავლენიანი ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერზაიას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ევროპარლამენტარების გზავნილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი აქვს.

"ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შემაშფოთებელია ის, თუ რატომ სჭირდება გამოძიებას ასეთი რადიკალური ზომები, როგორიც ევროპარლამენტის თერთმეტი დეპუტატის მხრიდან გაკეთდა.

არ მახსენდება, რომ მსგავსი წერილი აქამდე გამოეგზავნათ საქართველოში გამოძიების მოთხოვნით. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია. აღნიშნულ წერილში პირდაპირ, გამორჩეულად არის საუბარი ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს საქმე, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - საგამოძიებო ორგანოებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. ორი მაგიური სიტყვა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“, რომელიც ყველა მოთხოვნის პასუხად ჟღერდება, არის მიუღებელი. გამოძიების მიმდინარეობა ნიშნავს მათ შორის ეფექტურ ნაბიჯებს და დროუილი შედეგის დადგომას. ამ საქმეში, სავარაუდოდ, 7-8 ადამიანი მონაწილეობდა, მათი ვინაობა გამოვლენილი გვაქვს, თუმცა არცერთი მათგანი თანამდებობიდან დროებითაც კი არ არის გადაყენებული. ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, რაც სწორედ არაეფექტურ გამოძიებას ნიშნავს, რასაც ევროპარლამენტარების წერილიც ადასტურებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტარების წერილი გარკვეული სიგნალი იქნება საქართველოსთვის“ - განაცხადა "ნიუპოსტთან" ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაიას შვილი აღნიშნავს, რომ დედის გარდაცვალების ფაქტზე ობიექტური გამოძიების ჩატარების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

"საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, რაზეც პირველივე დღიდან ვსაუბრობთ. დედაჩემის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ასეთი გავლენიანი დეპუტატების წერილის გამოგზავნა ერთ-ერთი სკოლის ჩვეულებრივი ინსპექტირების საქმეზე არ ხდება - ეს ყველასთვის ცხადია. შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნები დაინახეს ევროპარლამენტშიც. ჩემი მოსაზრებით, კი გამოძიება პოლიტიკურ გავლენებს ექვემდებარება"- უთხრა "ნიუპოსტს" შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროკურატურას არ უნდა მას საქმის მასალებთან წვდომა ჰქონდეს. სწორედ ამას უკავშირებს ის თადუმაძის უწყების უარს, საქმეში მისი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჩართვის შესახებ.

"თუ მე მომეცემა საქმის მასალების გაცნობის უფლება, სააშკარაოზე გამოვა მათი არაეფექტური მოქმედებები. შესაბამისად, ეს მათ არ უნდათ და უარის თქმის აბსურდული არგუმენტი მოჰყავთ - მიზეზობრივი კავშირი ვერ გამოიკვეთა დანაშაულსა და გარდაცვალებას შორის და ამიტომ არ ვრთავთ დაზარალებულადო. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს: ვინ უნდა გამოკვეთოს ეს კავშირი?! თუ გამოძიებას არ ექნება ნება და არ გამოკვეთანენ, ეს კავშირი არასდროს გამოიკვეთება. მტკიცებულებები აქვთ, პოლიტიკურ მოტივზე არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ დეტალურ, არგუმენტირებულ დასკვნაში პირდაპირ საუბრობენ. ერთადერთი პროკურატურაა, რომელიც ვერ ხედავს ამ საქმეში ვერანაირ დარღვევას. არავის მიმართ ბრალი არ აქვთ წარდგენილი, არ ჰყავთ გამოკითხული მთავარი მოქმედი პირები. თუ არ ჩამრთავენ, სულ ბუნდოვანი წარმოდგენა გვექნება ამ საქმეზე"- განაცხადა შენგელიამ.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის.

წერილში საუბარია საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტი არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე, ია კერზაიას საქმესა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.
ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები ია კერზაიას საქმის შესახებ დეტალურად საუბრობენ და ამბობენ, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42