„ევროპარლამენტარების მხრიდან ამ ხელისუფლებას ვერდიქტი აქვს გამოტანილი“ - ბარამიძე 11 გავლენიანი ევროპარლამენტარის წერილზე
პოლიტიკა - 13:36, 03 Apr, 2019     1035

ია კერზაიას საქმე, დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნებისას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის - 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა აღნიშნული საკითხების შესახებ წერილები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფედერიკა მოგერინის მისწერა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრი გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარებმა წერილებით საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ვერდიქტი გამოუტანეს და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თუ რა დამოკიდებულება ექნება მმართველი გუნდის მიმართ.

„ამ საქმემ იმდენად დიდი რეზონანსი შეიძინა, რომ უკვე ევროპარლამენტარებიც კი აუცილებლად თვლიან, რომ ხელისუფლებისადმი გამოგზავნილ ამ გზავნილში და ევროპარლამენტის აღმასრულებელი სტრუქტურებისადმი მიმართვაში იყოს ეს საკითხი მოხსენიებული, როგორც თემა, რომლითაც ევროკავშირი უნდა დაელაპარაკოს საქართველოს მთავრობას. ევროპარლამენტარები ავალდებულებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ამ თემებზე გაამახვილოს ყურადღება საქართველოს ხელისუფლებამ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს თემა სწორედ იმ კონტექსტშია გამოყოფილი, რომ არჩევნები ჩატარდა ისეთ გარემოში, როდესაც ადამიანი ტერორის ქვეშ გარდაიცვალა. ფაქტობრივად, იქნა მოკლული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეუთომ ზოგადი შეფასება მისცა, რომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო არასამართლიანი, რომელსაც იზიარებს ევროკავშირი, სურათი გვაქვს ძალიან მძიმე. შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან ამ ხელისუფლებას ვერდიქტი აქვს გამოტანილი, რაც ბუნებრივია, უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ დამოკიდებულებას გამოხატავს ამ ხელისუფლებასთან მიმართებით“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტართა შეხედულებების გათვასლისწინება, რადგან მას ქართველი ხალხის აზრიც კი არ აინტერესებს.

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია მთელი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების დამოკიდებულება, ცუდია რომ მას ევროპარლამენტარების აზრი არ აინტერესებს და უფრო შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აზრი არ აინტერესებს“, - დასძენს ბარამიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42