„აღარ გამოვა ამ საქმის გაჭიანურება“ - გიორგი კანდელაკი ბახტაძისა და მოგერინის სახელზე გაგზავნილ წერილზე
პოლიტიკა - 12:25, 03 Apr, 2019     729

ევროპარლამენტარების წერილები მამუკა ბახტაძესა და ფედერიკა მოგერინის - ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ია კერზაიას გარდაცვალების საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ, ფედერიკა მოგერინის კი მიმართავენ, შესაბამისი ქმედებები განახორციელოს საქართველოს მმართველ გუნდზე, რათა მოხდეს საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულზე გადასვლა 2020 წლისთვის და არა - 2024 წლისთვის.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე დღეს გამართული ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა, ია კერზაიას საქმის გამოძიების გაჭიანურება ხელისუფლებას ყოველდღიურად ვნებს, ამიტომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად.

„ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ ია კერზაიას საქმის გამოძიებას, უკვე დიდი დრო გავიდა ამ ტრაგიკული შემთხვევიდან. პროკურატურას, ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო, გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, დღეს ყველას შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებას.

ამ საქმეს აქვს პრეცედენტული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებელია ამ დანაშაულში ყველა მონაწილის დასჯა, საუბარია რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებმაც უნდა დაასახელონ, მათთვის მითითების და ბრძანების მიმცემები, რომლებიც ასევე, უნდა დაისაჯონ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის წევრთა წერილის სულისკვეთება, იმისათვის, რომ მომავალში ყველა არჩევნებზე, რომელიც გაიმართება საქართველოში, აღარ იქნას დაშვებული არც ერთი მთავრობის დროს მსგავსი ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და მითუმეტეს ასეთი ტრაგიკული შემთხვევები.

აღარ გამოვა ამ საქმის გაჭიანურება, რაც უფრო გავა დრო მით უფრო დაზიანდება მთავრობა, ამიტომ მთავრობის ინტერესშია რაც შეიძლება მალე გადაიდგას ნაბიჯები ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე და დაისაჯონ დამნაშავეები“, - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს მოწოდებებს და გაითვალისწინოს ევროპარლამენტართა მოთხოვნები:

„მეორე წერილი, რომელსაც ევროპარლამენტის წევრთა იგივე ჯგუფი აქვეყნებს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის და წონის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და ქვეყნებიდან, ეხება პროპორციულ საარცევნო სისტემაზე გადასვლას, ამჟამინდელი შერეული სსიტემა რაც საქართველსო გააჩნია არის რისკის შემცველი, მომავალი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ თუ კარგია პროპორციული საარცევნო სისტემა 2024 წელს, რატომ არის იგი ცუდი 2020 წელს. იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშრებით „ევროპული საქართველო“ აგროვებს სხვა პარტიებთან ერთად ხელმოწერებს და უდაოა, რომ მტავრობამ ყურად უნდა იღოს, რომს აარცევნო სისტემის საკითხზე შედგეს რეალური დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42