კახი კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელების დასუფთავება დაავალა
პოლიტიკა - 12:07, 03 Apr, 2019     626

თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას რამდენიმე დავალება მისცა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, მისი თქმით, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს და მის სისუფთავეზე ზრუნავენ, მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანების შრომა ნამდვილად დასაფასებელია.

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, მომზადდეს მხატვრული მინათების პროექტი პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებისთვის.

„ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი - ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების სამუშაოების პროექტიც მოამზადოთ, რათა ესეც მოწესრიგებული იყოს. ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით არსებული ტერიტორიის - მდინარე ვერეს ხეობის ფერდობის დასუფთავება სთხოვა, რომელიც ძირითადად, თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობის მიერ სამშენებლო ნარჩენით არის დაბინძურებული.

„ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად დავასუფთაოთ და მოვაწესრიგოთ ეს ტერიტორია. ასევე, მინდა, მოსახლეობასაც ვუთხრა, რომ ხევში ნაგვის გადაყრა კატეგორიულად მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რადგან იქ ცხოვრობენ და არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს იმ პირობებში ცხოვრება, რაც ამ კონკრეტულ ადგილზე ხდება. ცოტა რთული რელიეფია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლად უნდა დასუფთავდეს თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები. არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42