„ქვეყანამ დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს 9 აპრილს და არა - 26 მაისს“ - ნატო ჩხეიძე დამოუკიდებლობის თარიღის შეცვლას ითხოვს
პოლიტიკა - 11:10, 03 Apr, 2019     704

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღის შეცვლას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტში გააკეთ:

„ჩემი განცხადება დღეს პარლამენტში 9 აპრილის დამოუკიდებლობის საზეიმო დღედ დადგენის აესახებ

მოგესალმებით, კოლეგებო

ამ თემის გასაჟღერებლად ისევ არ იქნებოდა შესაფერისი დრო, რომ არა ის, რაც წინა კვირას მთელმა ქვეყანამ იხილა და მოისმინა - საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქალაქის მერის, „ოცნების“ სხვა აქტივისტების მისალოცი სიტყვები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო დღეების გამო.

აღნიშნული მილოცვები ბუნებრივი გაგრძელება და გამოხატულება იყო „ოცნების“ თავმჯდომარის
ბიძინა ივანიშვილის ასევე საიუბილეო ტექსტისა.

რადგან „ოცნების“ მთავრობამ და პარტიამ ასე საზეიმოდ აღიარა ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე და აღნიშნა მისი ღვაწლი არა მარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, რაც ერთი ეტაპი იყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, არამედ, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც სწორედ ამ თარიღით, - 9 აპრილით არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველსავე მუხლში.

შესაბამისად, ალბათ, მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს კიდეც დამოუკიდებლობის თარიღის აღნიშვნა და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს,
როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული, რაც 3 წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთაობით , 70 წელი საბჭოეთის კოლონია ვიყავით და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი ღვაწლით, მაგრამ 1995 წელს შევარდნაძის ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე სწორედ ჟორდანიას თარიღი იქნა საზეიმო დღედ დადგენილი და არა გამსახურდიას თარიღი, ანუ დღევანდელი რესპუბლიკის დაბადების თარიღი, ანუ ის, რაც რეალობაა და რაც ჩაწერილია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

მამა არ ახსოვდათ და მამინაცვალს ფიცულობდნენო, ამაზეა ნათქვამი.

და ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც თავის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდეს არა კონსტიტუციაში ჩანაწერის, არამედ რომელიმე სხვა ისტორიულ თარიღის მიხედვით.

არადა, ყველამ ვიცით რომ კონსტიტუციური ჩანაწერი სავალდებულოდ შესასრულებელია,
თუ რაიმე სხვა პირადი მოტივი არ ახლავს ასეთ უკანონო ქმედებას.

ნათელია შევარდნაძის მოტივი, ასახსნელია სააკაშვილის მოტივი, მაგრამ გაუგებარი იქნება ოცნების მოტივი, და მისი ერთკვირიანი დითირამბები გამსახურდიას მიმართ სრულ ფარისევლობად აღიქმება , თუ ქვეყნის ყოველწლიურ ყოფა- ცხოვრებაში დამოუკიდებლობის საზეიმო დღედ არ დადგინდა მისი ნამდვილი დაბადების დღე - 9 აპრილი.

იმედი მაქვს, რომ ოცნების სიტყვები და ქმედება წინა კვირას არ იყო ფარსი და სიყალბე და კიდეც შეცვლით ქვეყნის დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნის თარიღს და ამით შეასრულებთ როგორც ზნეობრივ, ისე უზენაესი კანონის მოთხოვნას- ქვეყნის რეალური ისტორიისა და კონსტიტუციური ჩანაწერის პატივისცემას.

დიახ, კოლეგებო, გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია- შევარდნაძის 26 მაისი.

და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო ოცნების წეცრის ფრაზას, რომ გამსახურდიას სიკვდილი ბურუსით არია მოცულიო, ეს ასე არ არის, მისი მკვლელობა დადგენილია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ და აგრეთვე ლიტერატურის მკვლევარების მიერ და პროკურატურის მიერ ამის აღიარებას და დადასტურებას, ანუ როგორც თქვენ მიგაჩნიათ” ბურუსის გაფანტვას” მარტო პოლიტიკური ნება სჭირდება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42