პირადი შურისძიება - პარლამენტი ბესელიასა და კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს მივლინების ხარჯებს აღარ აუნაზღურებს
პოლიტიკა - 11:00, 03 Apr, 2019     693
ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოში მივლინების ხარჯებს პარლამენტი აღარ აუნაზღაურებს. შესაბამისად, მათ სამუშაო ვიზიტების დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. მმართველი გუნდი ამის მიზეზად სესიაზე ფორსირებულად მიღებულ დადგენილებას ასახელებს.

„ქართული ოცნებიდან“ წასული ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია ევროსაბჭოს ყველაზე დიდი პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებას მხოლოდ მომავალი წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ. ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას სულმდაბლობას უწოდებს და ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ისინი პირადი წყენის გამო დასაჯა.

„სულმდაბალი ქცევაა ეს, როცა გგონია, რომ ამით სჯი ადამიანებს და რეალურად ქვეყანას აყენებ ზიანს. ვწუხვარ იმის გამოც, რომ ადამიანებს ვუყურებ თანამდებობისა და მდგომარეობის გამო როგორ უარს ამბობენ სამართლიან პოზიციაზე,“-აცხადებს ბესელია.

ზვიად კვაჭანტირაძე კი ამბობს,რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას მეტი არაფერი ჰქვია, თუ არა ჯიბრში დგომა.

კვაჭანტირაძე ხუმრობით ეკიდება იმ ფაქტს,რომ მისი ადგილმონაცვლე ამ დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გახდა.

„თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა, არ ვიცი, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად ასე გამოდის, ოზურგეთის მაჟორიტარიც თვითონ არის, უმრავლესობის ლიდერიც თვითონ არის, ახლა კიდევ ევროსაბჭოს დელეგაციაშიც მე ჩამანაცვლებს იანვრიდან, ალბათ,“-ამბობს კვაჭანტირაძე.

არჩილ თალაკვაძე კი ამბობს,რომ პირად შურისძიებას ადგილი არ აქვს და დელეგაციაში უმრავლესობის ყოფილი წევრების ჩანაცვლება სენსაცია არ არის.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში ბესელიასა და კვაჭანტირაძის ადგილს უმრავლესობის წევრები დაიკავებენ, რადგან ეს ადგილები რომელსაც ბესელია და კვაჭანტირაძე იკავებენ, მმართველი პარტიის კვოტას წარმოადგენს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ არ შეიძლება პირადი წყენის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს მმართველმა პარტიამ. გიგა ბოკერიას თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შესახებ წესები ირღვევა და პარლამენტი უარყოფითად წარმოჩინდება, რადგან ასეთ საკითხებზე უნდა იყოს "წივილ-კივილი."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42