თაკო ჩარკვიანის პარტიამ - „კანონი და სამართალი“ პარლამენტს ნეპოტიზმის კრიმინალიზების საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა
პოლიტიკა - 10:53, 03 Apr, 2019     944

პოლიტიკური პარტიის - ,,კანონი და სამართალი“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ცობეხიამ და პარტიის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, ლექსო სვიმონიშვილმა საქართველოს პარლამენტს ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება წარუდგინეს.

„ნეპოტიზმი საქართველოს კანონმდებლობით არ არის კრიმინალიზებული, რის გამოც მმართველ პოლიტიკურ ძალებს და მის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკანონო ლობირებით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დანიშნონ პარტიული აქტივისტები და ნათესავები, ნაცვლად პროფესიონალი კადრებისა, რომლებიც განსაკუთრებულ ვალდბეულებით ურთიერთობაში არიან ,,დამსაქმებლების’’ წინაშე და საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე ისინი მზად არიან მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეესაბამება ,,დამსაქმებლის’’ პირად, პოლიტიკურ თუ კომერციულ ინტერესებს,“ - აცხადებს გიორგი ცობეხია.

ლექსო სვიმონიშვილის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებობს სამოხელეო დანაშაულის თავი, მაგრამ მაინც ვერ ხდება ამ ტიპის კორუფციული ფაქტების პრევენცია და აღკვეთა. ამასთან ერთად, აქამდე განზრახ არ განხორციელდა ნეპოტიზმის კრიმინალიზება, ვინაიდან მას საკუთარი ვიწრო პარტიული, უფრო ხშირად კი კომერციული ინტერესებისთვის იყენებს მმართველი ძალა და მისი მესვეურები, რის გამოც დასაქმებას ვერ ახერხებს პროფესიონალი კადრები და ისინი შრომითი მიგრაციის იმედად რჩებიან.

პარტიის - ,,კანონი და სამართალი“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან/და თანამდებობის პირების მიერ შექმნილ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებში, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ დაწესებულებებში კონკრეტული ფიზიკური პირისთვის (პირებისთვის) დასაქმების მიზნით საკონკურსო კრიტერიუმების განზრახ დარღვევა ან/და მორგება ან რაიმე სხვა არამართლზომიერი უპირატესობის მინიჭება, უკანონო ლობირება, რის შედეგადაც კონკრეტული პირი (პირები) გახდა დასაქმებული - ისჯება ჯარიმით და შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან 2 წლამდე, ან ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42