შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
პოლიტიკა - 10:20, 03 Apr, 2019     377

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას გაუწევს.

მომსახურების სააგენტოს ახალი ცენტრის გახსნას სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სააგენტოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„თბილისის სარეგისტრაციო მომსახურების ახალ ცენტრში მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი. ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო განყოფილება, ასევე, საბანკო მომსახურება, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, როგორც ახალ პროექტებზე, ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე და ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, მომსახურებაზე ორიენტირებულ მიმართულებებს“, - განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ.

დღეიდან მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს 11 სტრუქტურული ერთეული და 3 მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42