„ასეთი პოზიტიური შეფასება სამინისტროს მიმართ გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა“ - შს მინისტრის მოადგილე ომბუდსმენის ანგარიშზე
პოლიტიკა - 19:14, 02 Apr, 2019     719

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით დაფიქსირებულ პოზიტიურ შეფასებებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალიან წარმატებულად, ნაყოფიერად იმუშავა და ითანამშრომლა სახალხო დამცველის აპარატთან, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ და რეკომენდაციები რაც გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველს სამინისტროსთან მიმართებით ჰქონდა, ეს რეკომენდაციები შესრულებულია და ამაზე რამდენიმე დღის წინ ჩვენ პარლამენტშიც ვისაუბრეთ.

ზოგადად პოზიტიურია ის შეფასება, რასაც ჩვენ ანგარიშში ვკითხულობთ და ასეთი პოზიტიური შეფასება სამინისტროს მიმართ გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა. პოზიტიური იყო შეფასება ძალიან ბევრ ასპექტში, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიმართულებით. ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით გასული წლის განმავლობაში, სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა. ის, რომ გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა, რომ ძალიან ბევრი ექიმი დავასაქმეთ და დღეს უფრო მეტ იზოლატორში გვყავს ექიმები, ვიდრე აქამდე გვყავდა - ესეც სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო. ის რომ, უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ის, რომ მაგალითად ექიმები დამოუკიდებლად, იზოლატორის უფროსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, აგზავნიან შეტყობინებას პროკურატურაში თუ არასათანადო მოპყრობის შესახებ რაიმე ტიპის მცირედი ეჭვი მაინც გაუჩნდებათ - ესეც სახალხო დამცველის რეკომენდაცია გახლდათ.

ზოგადად ჩვენ საკითხს არ ვუდგებით, რომ კრიტიკას არ უნდა შეიცავდეს სახალხო დამცველის ანგარიში. სახალხო დამცველის ანგარიში არ იქნება სახალხო დამცველის ანგარიში, თუ იქ არ იქნება გარკვეული, მათ შორის უარყოფითი რეკომენდაციებიც, რომელიც მომავალში ჩვენ უნდა შევასრულოთ. ფაქტი ერთია, პროგრესი არის მნიშვნელოვანი. არის გარკვეული მიმართულებები. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ექიმი გადავამზადეთ ამ მიმართულებით, დაზიანებების დოკუმენტირების წესი გავაუმჯობესეთ და საერთაშორისო სტანდარტის სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით ვახდენთ დაზიანებების დოკუმენტირებას, მაინც არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელსაც ჩვენ უკვე 2019 წლის განმავლობაში უნდა გავუმკლავდეთ. მათ შორის ის რაც სახალხო დამცველს თავის ანგარიშში აქვს ასახული. აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ იმას, რასაც სახალხო დამცველი გვეუბნება ვიზიარებთ, უფრო მეტიც - ჩვენ სახალხო დამცველის მსგავსად გვაქვს ეს პრობლემები დაიდენტიფიცირებული და წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლის მოგვარებასაც 2018-ში მოვასწრებთ და გარკვეული საკითხები, რომლის მოგვარებასაც გავაგრძელებთ 2019 წელს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, მიმდინარე პროცესი. ნაწილი შევასრულეთ, ნაწილს მიმდინარე წელს შევასრულებთ. მათ შორის არის, იმ იზოლატორების რაოდენობის გაზრდა, სადაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვეყოლება დასაქმებული ექიმები, იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება უკეთესად გავწიოთ. მათ შორის არის, ეს დოკუმენტირების წესის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ა.შ. რაზეც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში საუბრობს. გარდა ამისა იყო კიდევ რამდენიმე მიმართულება, რაზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა და დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ანგარიშში. ეს გახლავთ დროებითი მოთავსების ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ რეფორმირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობა, რომელიც ასევე პოზიტიურად შეფასდა, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მაჩვენებელი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემა იყო და სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა, რისკის შეფასების ინსტრუმენტის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ოჯახში ძალადობის საქმეებზე და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, მაგალითად ის, რომ პოლიციამ სამხრე კამერებით აღჭურვა პატრულ-ინსპექტორები ანუ კამერების რაოდენობა გავზარდეთ.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42