მისი თქმით, კანონიდან ამ ტერმინის ამოღება ნიშნავს, რომ ქვეყანამ ილია ჭავჭავაძის გზას გადაუხვია.
„ეს არის მაინც გაუგებრობა და გაუცნობიერებლობა იმისა, რას ნიშნავს ლიბერალური დემოკრატია და ლიბერალურ დემოკრატიას ეყრდნობა მთელი დასავლური ცივილიზაცია. ჩვენ, როგორც ნაწილი ამ ცივილიზაციისა, ჩვენთვის განათლების სისტემაში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებაზე აღზრდა ახალი თაობის, ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა. ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო ქართული საზოგადოების სინდისი და გონება, იყო ყველაზე მთავარი ლიბერალი, თავის დროზე მას ებრძოდნენ ლიბერალიზმის გამო, მაგრამ შემდეგ ის წმინდანად იქნა აღიარებული და მე მიმაჩნია, თუკი ჩვენ ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ილიას გზას ვერ მივყვებით,“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით გუშინ იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”.
მასალის გამოყენების პირობები






