თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი „ბავშვებისთვის სახიფათო პროდუქცია შედიოდა საბავშვო ბაღებში და 60 ათასი ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე".
დეპუტატის თქმით, ჯერ კიდევ სამი თვის წინ საუბრობდა საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა შ.პ.ს. ნილს ეკისრებოდა.
„კითხვა არის დედაქალაქის მერთან, როცა სოციალურად დაუცველები და გაჭირვებული ადამიანები იმიტომ ატარებენ ბაღში, რომ რძის პროდუქტები ჭამონ ბავშვებმა. ახლა რამდენიმე კვირაა ეს პროდუქტები ამოღებულია ამ განცხადების საფუძველზე, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი, სამი თვე, რომ ფაქტობრივ ნაგავს ჭამდნენ ბავშვები და აგერ, ეს ყველაფერი ამას ადასტურებს და პლუს ის, რომ რძის პროდუქტები რამდენიმე კვირა უკვე აღარ შედის ბაღებში,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია შ.პ.ს. ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. თბილისის არც ერთ საბავშვო ბაღში რძის ნაწარმი დღეს არ შესულა და საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველისა, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ.
მასალის გამოყენების პირობები






