საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მას ეჯიბრება:
,,ამ პროცესს ვაკვირდები და გული მწყდება, რადგან ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება იყო თითქმის ყველა მხრიდან. როდესაც ბავშვთა უფლებების რეფორმებზე ვმუშაობდით და ძალიან დიდი რეფორმა დავამტკიცეთ 2016 წელს, მაქსიმალურად ავიღეთ საერთაშორისო სტანდარტი. ამ კოდექსს ბევრი წუხილი და კრიტიკული მოსაზრება აქვს. ისეთ სფეროს და ისეთ სფეროებს შეეხო, ისე მოუმზადებლად, რომ არ მოხდა კარგი ანალიზი. ეს ყველაფერი სიღმისეულ შესწავლას და ანალიზს საჭიროებს. არ ვისურვებდი, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღონ. ამას ფაქიზი მიდგომა სჭირდება და არა ჯიუტი. არ მინდა ასეთი სახელი დავარქვა, არ იქნება ჩემგან ლამაზი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მეჯიბრება,'' - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






