„ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, ბოლო წლებში მან მიიღო ტექნიკური ხასიათი“ - ხატია მოისწრაფიშვილი
პოლიტიკა - 15:26, 02 Apr, 2019     426

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადამ რომ ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში მან მიიღო ტექნიკური ხასიათი და ჩვენ პოლიტიკური დიალოგის წარმოება გვჭირდება:

„საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი, ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. პრეზიდენტი ყოველთვის აცხადებს, რომ უნდა მივმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მათაც გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და მიმართონ მსოფლიო თანამეგობრობას სწორედ იმ საკითხებზე საუბრით, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცალსახად ვაცხადებთ, ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, თუმცა ამასთანავე, ბოლო წლების განმავლობაში მან მიიღო ტექნიკური ხასიათი და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური დიალოგის წარმოება. შედგება ეს ჟენევის ფორმატში თუ უნდა შევქმნათ სხვა რაღაც ახალი, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური დიალოგი. თუმცა საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო და ის უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა ტრიბუნიდან უნდა მიმართოს მსოფლიო საზოგადოებას:

„რაც შეეხება „შპიგელის“ ინტერვიუს რუსეთთან დაკავშირებულ ნაწილს, ვგულისხმობთ დიალოგის ყველა ფორმატს, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ფორმატი, დიალოგი ვაწარმოოთ ყველა შესაძლო ფორმატში, ყველა ტრიბუნიდან მივმართოთ მსოფლიო საზოგადოებას და მოვახდინოთ მათი ყურადღების კონცენტრირება ჩვენს პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად განიხილებოდეს საერთაშორისო რუკაზე, რომელზეც ამდენს ვსაუბრობთ. საუბარია დიალოგის ყველა საერთაშორისოდ მიღებულ ფორმატებზე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42