სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი და შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნა - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით ერთხელ კანონი უკვე გამკაცრდა, თუმცა მისი შეფასებით, ეს საკმარისი არ არის.
„შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ოთხი ფაქტორი. ეს ოთხი ფაქტორი არის შრომის ინსპექცია საკუთრივ, რომელიც სისტემური ხარვეზის არსებობას ამოწმებს, მაგრამ არ ამოწმებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის. მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს, მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე - საკუთრივ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. თუ თვითონ საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომითი უსაფრთხოების სამსახურების არსებობა, შედეგი ამას ნაკლები ექნება, ესეც ჩვენი მოვალეობა და ამოცანაა, რომ ეს კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებს ამას, ლეგალურად, გამჭვირვალედ და გასაგებად და არა ბრუტალურად, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ამ ნორმებს დაცვა არის აუცილებელი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თბილისში, ჭავჭავაძეზე გუშინ მოქალაქეები შეიკრიბნენ და შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს. შედეგად ორი პირი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






