იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გამოწვევები არსებობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არც ერთ წარმატებულ ქვეყანაში გამოძიება საქმეთა 100% ვერ ხსნის.
„ამ მიმართულებით გამოწვევები არის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სამართალდამცველი ორგანოები ამას თვალს უსწორებენ და მუშაობენ, რომ ყველა შესაძლო გამოწვევა და ხარვეზი გამოსწორდეს,“-ამბობს ოხანაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს მის წინამორბედს და ყოფილ კოლეგას, ეკა ბესელიას უპასუხა. მისი თქმით, ეკა ბესელიას ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის.
„სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს ამ სიტყვების ავტორს არ ესმის ის სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლის შინაარსიც თვითონ არ იცის-ეს არის სამწუხარო ფაქტი,“ - განცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ბესელიამ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შორის „კოლექტიური ტერორისტები“ არიან.
მასალის გამოყენების პირობები






