ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა
პოლიტიკა - 19:54, 01 Apr, 2019     616
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია, ჩართული მხარეებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შეხვედრა იქნება რეგულარული და გაიმართება ყოველკვარტლურად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დონორებს გააცნო საქართველოში ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ ამისათვის. მან ასევე აქცენტი გააკეთა სამომავლო პროექტებზე, სადაც ჯერ კიდევ არის საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროება. საპასუხოდ, დონორმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამა „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4Energy), USAID-ის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), აზიის განვითარების ბანკის (ADB), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE), ასევე მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42