ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორი, იენს სტოლტენბერი იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელიც ამ კვირაში ნატო-ს დაფუძნების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაშინგტონშია დაგეგმილი.
"ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს"- განაცხადა სტოლტენბერგმა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა
„ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქცევით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, რაც ამ დრომდე გრძელდება, ასევე აზოვის ზღვაში უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაკავების გამო. ნატო-მ უკვე გააფართოვა წარმომადგენლობა შავ ზღვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. გასულ კვირას თავად გახლდით და ვიხილე „ნატო-საქართველოს სწავლება“. დღეს ნატო-ს გემები არიან უკრაინასა და საქართველოში. ეს გემები ჩაერთვებიან სწავლებაში სახელწოდებით „ზღვის ფარი“, რომელიც შავ ზღვაში გაიმართება. ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს და რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ასევე გაძლიერდება საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები, ასევე ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






