„სარალიძესთან მიმართებაში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, მაგრამ ვხედავთ, რომ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ შესაბამისი რეაგირება ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის მიერ დადებულ დასკვნაზე არ მოუხდენია და, ფაქტიურად, იგნორირება გაუკეთა ამ დასკვნას. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, ჩვენ უკვე დაყენებული გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ ეჭვი გვეპარება, არის თუ არა პოლიტიკური ნება, რომ შეიქმნას მსგავსი საგამოძიებო კომისია იმიტომ, რომ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებას საერთოდ არ აპირებს ხელისუფლება და ეს საქმე აქვს ფაქტიურად იგნორირებული,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის მომხრეა „ევროპული საქართველოც“.
„ხორავას საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია ის რაც ითქვა, რომ არ არის საკმარისად მიქცეული ყურადღება. იქ არის ან სამსახურეობრივი გულგრილობა ან ბოროტად გამოყენება და სხვა. მაგრამ ამაზე რეაგირება, როგორც ჩანს პროკურატურის მხრიდან არ არის იმდაგვარი როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, მანამ სანამ იქნება გამოუძიებელი, მანამ სანამ იქნება ბევრი კითხვა, მანამ სანამ იქნება აცილება ამ თემების მანამდე ყოველთვის დადგება საკითხი იმაზე, რომ მეტი გაკეთდეს საპარლამენტო ნაწილში და თუ დაისმება საგამოძიებო კომისიის საკითხი, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






