დევნილების შეჭრის ფაქტი „დირსის“ საცხოვრებელ სახლში - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:18, 01 Apr, 2019     1203

„დირსის“ საცხოვრებელ სახლში დევნილების შეჭრის ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება:

„დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია „დირსის“ კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადაეცეს.

სამინისტროს ცალსახა პოზიციაა, რომ დევნილების მიერ, კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და აღნიშნული დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ. სამინისტრო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200 -მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ.

უკანონოდ შეჭრა კი იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა, რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას და შექმნილი ვითარების გამო პროცესი ფერხდება.

მხოლოდ შენობის დატოვების შემდგომ განიხილება მათი განსახლების საკითხი, სხვა იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, კრიტერიუმების შესაბამისად. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სამუშაო რეჟიმში, დევნილ ოჯახებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებული ბინები, სამინისტროს სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადმოეცეს და დევნილების მიერ შენობის დაკავება ამ პროცესსაც შეაფერხებს.

თბილისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოქვეყნდება. 7 მაისიდან კი, მონიტორინგის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

სამინისტრო, თბილისში, როგორც „დირსისგან“ ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს.

2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი“, - ნათქვამი სამინისტროს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42