ბესელია თანამოაზრეებთან ერთად დღეს ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უძლებს კრიტიკას და სწორედ ამასთან დაკავშირებით მიაწოდა მან ინფორმაცია ვენეციის კომისიის წევრებს.
„კობახიძის კაბინეტის ვერსიაში არის პარლამენტის როლი დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს აქვს ასე გაშლილი ფრთები. არ ვიცი ამაზე უფრო მეტი ფანტაზია რა შეიძლება წარმოიდგინო, რომ მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო. პოლიტიკური პროცესი თუ პოლიტიკური კონტექსტი ერთია. რაც რეალობას ქმნის, უნდა გავითავისოთ მაგრამ წმინდა სამართლებრივად ის, რომ არც ერთი ქვეყნის მოდელს არ ჰგავს და დაიწერა იმ ადამიანების მიერ ვინც თავისთვის წერს ხოლმე კანონპროექტებს, ეს უკვე ცუდი ნიშანია და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არ მიდის ჯანსაღად,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






