"დაუძახეს ვენეციის კომისიას და გადაწყვეტილება დაახვედრეს" - გოგიჩაიშვილი მოსამართლეების შესახებ კანონზე
პოლიტიკა - 13:59, 01 Apr, 2019     716
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან მოიწვიეს ვენეციის კომისია საკუთარი კანონპროექტის შესაფასებლად, თუმცა აღნიშნულ პროექტზე გადაწყვეტილება მათ უკვე გამზადებული დაახვედრეს.


“პროცესი არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, თუ რატომ მოხდა დღეს ამ ადამიანებთან შეხვედრა. ისინი მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც ფაქტობრივად, დაუძახეს ადამიანებს და გადაწყვეტილება დაახვედრეს. რა თქმა უნდა, ამას ისინი ღიად არ აფიქსირებენ, მაგრამ დიდი უხერხულობის გრძნობას უტოვებს. ჩვენთვის ეს პროცესი, რომელსაც აწარმოებს უმრავლესობა, არასწორია და მიმართულია ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებისაკენ. ეს არის ნაბიჯი და სურვილი გაკონტროლდეს სასამართლო ხელისუფლება დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. ეს არის ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი და ეს სახიფათო თამაში წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამ პროცესის გაჩერება, არაერთი მცდელობისა და საუბრებისა დიდი ხნის განმავლობაში, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, მას შემდეგ, რაც დავტოვეთ უმრავლესობა. რეალურად, ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ და ვერ გამოვედით იმ მოჯადოებული წრიდან, როდესაც ხელისუფლებებს ვერ ავაღებინეთ ხელი სასამართლოზე კონტროლის სურვილისგან. ჩვენ ამ ქვეყნაში გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არის ძალიან ბევრი რამის გარანტი”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42